ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას
29-10-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლამ საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის წერილი მიიღო. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მე-9 კლასის მოსწავლეები - გიორგი ფუტკარაძე, თამარ ჩარკვიანი და მათე ვეკუა, პედაგოგ ლანზირა ონიანის ხელმძღვანელობით. 

„გვინდა გულითადად მოგილოცოთ და გაცნობებთ, რომ თქვენი განაცხადი წარმატებით შეირჩა ჩვენი ორგანიზაციის - „საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების“ (Teachers Community Georgia) მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე - „მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისათვის“.

კონფერენციები მიმდინარე სემესტრში, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაიმართება. ჩატარების კონკრეტული თარიღისა და დეტალური განრიგის შესახებ თითოეული კონფერენციის მონაწილეს რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია.

გულწრფელად გისურვებთ დიდ წარმატებებს, შემოქმედებით ენერგიას და ნაყოფიერ მზადებას ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის!“,- ვკითხულობთ „საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების“ გამოგზავნილ წერილში. 

სკოლაში ახარებთ სიახლე და მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს წარმატებას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია გილოცავთ მთელ სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი - ჩვენს შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულ მასწავლებელს, ლანზირა ონიანსა და მეცხრეკლასელ მოსწავლეებს: გიორგი ფუტკარაძეს, თამარ ჩარკვიანსა და მათე ვეკუას!

წარმატებებს გისურვებთ შემდგომ ეტაპზე! გვჯერა, კვლავაც გაგვახარებთ“,- აღნიშნულია დირექციის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203