წყემის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად აღინიშნა
29-10-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურებიან და ლომის წილი შეაქვთ განათლებული და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

მოსწავლეებიც აფასებენ მათ ამაგსა და პატივს სცემენ მასწავლებლის პროფესიას. 

27 ოქტომბერს სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, სითბოსა და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი. 

„მასწავლებლობა მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის -ეს არის მომავლის შექმნაში მონაწილეობა, შესაძლებლობების აღმოჩენა და თითოეული მოსწავლის წარმატების ხელშეწყობა. ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა შთაგონებად, განვითარება კი - საერთო მიღწევად იქცევა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა სითბო და სიყვარული გასნაკუთრებულად ახარებთ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203