
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ხეები დარგეს.
„ჩვენი პატარების პირველი საშვილიშვილო საქმე! მათ მიერ დარგული პირველი ნერგი პირველ კლასში“,- აღნიშნავენ სკოლაში და პირველასელთა ფოტოებს გვიზიარებენ.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: