შუასურების საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებას მიეძღვნა
30-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.

აღსანიშნავია, მე-11 კლასში ჩატარებული საინტერესო ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

გაკვეთილი თემა იყო რომანტიზმი და ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება.

მოსწავლეებმა თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და რომანტიკოსის შემოქმედების ღრმა ცოდნა გამოავლინეს. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები. 

სასწავლო პროცესს უძღვებოდა მასწავლებელი მარინა ტრაპაიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203