
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, სიმბოლურად ამ დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ამ მნიშვნელოვან თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ.
მოსწავლეებმა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საკუთარი შემოქმედება მიუძღვნეს. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის ცნობილი ნაწარმოები - „იავნანამ რა ჰქმნა“ ნახატებით გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა დედაენის შემქმნელისა და საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და მის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე ხოტბა შეასხეს.
იხილეთ ფოტოები: