ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
29-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა პირველი ასო ისწავლეს და ეს ლამაზი დღე ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს. სიყვარულითა და სიხარულით მიუძღვნეს თავიანთი გამოსვლები ანბანის შემობრძანებას.

პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზა და წიგნიერების სამყაროში ზეიმით შეუძღვა. მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აავსეს.

„ვულოცავთ, ჩვენს პატარებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას ცოდნის საოცარ სამყაროში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203