თბილისის N108 სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს 
30-10-2026
თბილისის N108 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.

პროექტის ფარგლებში პირველკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ნერგების დარგვის სიმბოლურ აქტივობაში. მოსწავლეებმა სათითაოდ დარგეს ნერგები, რითაც გამოხატეს ბუნებისადმი სიყვარული და გარემოზე ზრუნვის სურვილი.

პედაგოგ თამარ გელაშვილის თქმით, აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა. თითოეული დარგული ნერგი მათთვის ახალი სიცოცხლის, ზრდისა და მომავლის სიმბოლოდ იქცა.

აქტივობის მიზანი იყო:

  • მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება;
  • გარემოს დაცვისა და გამწვანების მნიშვნელობის გაცნობიერება;
  • მცენარეებზე ზრუნვისა და მათი მოვლის სურვილის ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;
  • გარემოზე ზრუნვისა და საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის უნარის განვითარება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ თითოეული ადამიანის მცირე წვლილსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვასა და გარემოს გაუმჯობესებაში. ნერგების დარგვით მათ გადადგეს პირველი სიმბოლური ნაბიჯი უფრო მწვანე და ჯანსაღი მომავლის შესაქმნელად. 

თბილისის N108 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ამ პროექტის იდეის ავტორებსა და განმხორციელებლებს.

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203