
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და პრაქტიკული აქტივობებით წარიმართა.
გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიაში მუშაობის ძირითად წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს, ასევე ლაბორატორიულ პრაქტიკაში გამოსაყენებელ ქიმიურ ჭურჭელსა და ხელსაწყოებს.
უსაფრთხოების წესების უკეთ გააზრებისა და ვიზუალური დამახსოვრების მიზნით, მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი ნიშნების ილუსტრაციები და განათავსეს საკლასო სივრცეში.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ჩაატარეს მარტივი, უსაფრთხო და სახალისო პრაქტიკული ექსპერიმენტი - „ლავის სანათი“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილზე გამოყენებულმა პრაქტიკულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი და დაკვირვების უნარების განვითარებას, ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების გააზრებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: