
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის მიზნით წარდგენილი განაცხადისა და ხედვის დოკუმენტის შეფასების წესი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ეკატერინე ნუციშვილის ბრძანებით დამტკიცდა.
განაცხადი და ხედვა ფასდება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტისა და გასაუბრების საფუძველზე.
თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 4 ქულის ჩათვლით. ქულათა ჯამია 20.
დადებითი შეფასებისთვის წინსვლის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 16 ქულა.