სისუფთავე ჩვენი პასუხისმგებლობაა - მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები კეთილი საქმისთვის გაერთიანდნენ
29-10-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

მოსწავლეებმა საკუთარი შრომით იზრუნეს სკოლის ეზოს სისუფთავესა და მოწესრიგებაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი ინიციატივა ნათლად გამოხატავს შრომის სიყვარულს, გუნდურობასა და საერთო საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.

სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - იგი სივრცეა, სადაც მომავალი თაობა სწავლობს ზრუნვას, ურთიერთპატივისცემასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთი პრაქტიკული საქმიანობით ყალიბდება მოსწავლეებში გარემოს დაცვის კულტურა და შეგნება, რომ სუფთა გარემოს შექმნა თითოეული ადამიანის წვლილის გარეშე შეუძლებელია.

მულახის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს ზრდის და ამაყობს მოსწავლეთა მონდომებით. 

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით! მათი თითოეული კეთილი საქმე გვაძლევს რწმენას, რომ ვზრდით მზრუნველ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან თაობას. გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა იმ ღირებულებათა ნაწილია, რომლებიც სკოლამ მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად უნდა შესძინოს. ერთად ვქმნით უფრო სუფთა, მოწესრიგებულ და უკეთეს მომავალს!“- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეების ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სუფთა გარემო ჩვენი საერთო სიმდიდრეა, მასზე ზრუნვა კი - ჩვენი საერთო მოვალეობა.

„მულახის საჯარო სკოლა - ცოდნა, შრომა და პასუხისმგებლობა უკეთესი მომავლისთვის!“,- ასეთია მოსწავლე-მასწავლებელთა გზავნილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203