
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ხეები დარგეს.
მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: