ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლა „ჩხოროწყუობის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგა
29-10-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჩხოროწყუობა“ მუნიციპალიტეტთან ერთად საზეიმოდ აღნიშნეს.

ბავშვები სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებას ტრადიციულად დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ და დღესასწაული სტუმრებს შთამბეჭდავი ნამუშევრები წარუდგინეს. 

„ჩხოროწყუობა“ ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ზეიმია! დღე რომელიც აერთიანებს ადამიანებს და გვაძლევს შესაძლებლობას წარმოვაჩინოთ ჩვენი კუთხის სილამაზე და ჩვენი შესაძლებლობები!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და ძალისხმევით შეიქმნა განსაკუთრებული დღე, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა სკოლა, უნიჭიერესი მოსწავლეები და მათი შესაძლებლობები.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203