ფერადი შემოდგომა ეწერის საჯარო სკოლაში
28-10-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავა მე-3-მე-4 კლასების მოსწავლეთა გამართული ლამაზი ღონისძიება, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და წარმოაჩინეს თუ რაოდენ უხვი და ლამაზია შემოდგომა საქართველოში. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე. 

„ჩვენმა მე-2 და მე-4 კლასელმა ბავშვებმა თავიანთ დამრიგებელ მეგი გიორგაძესთან ერთად შემოდგომა საოცარი ენერგიით, ლექსებით,სიმღერებით და ფერებით შემოაბრძანეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ნიჭიერება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203