
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ და ხარისხიან საგნობრივ სწავლებასთან ერთად მათ შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავენ.
შემოდგომის კვირეულთან დაკავშირებით, სკოლის I-III-V კლასების მოსწავლეებმა გამართეს შემოქმედებითი ღონისძიება.
მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა.
იხილეთ ფოტოები: