
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა სიხარულით შეუერთდა სახელმწიფო პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ რომლის მიზანია მოზარდებში ბუნების სიყვარულის, გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაღვივება.
პროგრამის ფარგლებში, სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და კლასის დამრიგებელ ლია აფციაურთან ერთად, სკოლის ეზოში საკუთარი პირველი ნერგები დარგეს.
სკოლის დირექტორის - მაია სიმონიძის ხელშეწყობით, სკოლის ეზოში გამოიყო სპეციალური სივრცე ნერგების დასარგავად, რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სასკოლო გარემოს გამწვანებისა და გალამაზებისკენ.
პატარებისთვის ეს დღე მხოლოდ ნერგების დარგვა არ ყოფილა. ეს იყო ბუნებაზე ზრუნვის, ერთიანობისა და პასუხისმგებლობის დაუვიწყარი გაკვეთილი.
გულწრფელი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს - მაია სიმონიძეს, პირველი კლასის დამრიგებელს, ლია აფციაურს მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობისა და ერთობლივი ძალისხმევისთვის.
დღეს, დარგული პატარა ნერგები ხვალ დიდ ხეებად გაიზრდებიან, ჩვენი პირველკლასელები კი მათთან ერთად გაიზრდებიან და ისწავლიან, რომ ბუნებაზე ზრუნვა საკუთარი მომავლის გაფრთხილებაა!
პატარა ხელებით დარგული ნერგები, დიდი სიყვარულით შექმნილი მწვანე მომავალი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: