
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების მოინახულეს.
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, თემის აქტიური ჩართულობითა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით, მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის კულტურული მემკვიდრეობისა და წარსულის ისტორიული პიროვნებების უკეთ გაცნობა იყო.
მოსწავლეებმა მოინახულეს მთავარანგელოზის ეკლესია და გრემის არქიტექტურული კომპლექსი.
ექსკურსიას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ლილი ირემაშვილმა.
სკოლაში მადლობას უხდიან მშობლებს, თემის წარმომადგენლებსა და მაჟორიტარ დეპუტატს მხარდაჭერისთვის.