„ჩვენი პატარების პირველი ნაბიჯები მწვანე მომავლისკენ!“ - საბუეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს 
28-10-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა.

​საქართველოში 22 ოქტომბრიდან, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური გარემოსდაცვითი პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი“ დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ხეს რგავს!

ამ მნიშვნელოვან აქტივობაში საბუეს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. 

„მადლობა თემის თითოეულ წარმომადგენელს, მშობელს და მასწავლებელს ამ ინიციატივაში მონაწილეობისთვის! ერთად ვზრუნავთ მწვანე და ჯანსაღ მომავალზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203