სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება
28-10-2026

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანებით, ბიუჯეტის განმკარგველთა ოფიციალურ ნუსხაში ცვლილებები შევიდა, რაც პირდაპირ აისახება კონკრეტული საჯარო სკოლების ფინანსურ დოკუმენტაციასა და სახაზინო კოდებზე. ცვლილება ძალაში 2026 წლის 2 ნოემბრიდან შედის.

პირველი მათგანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლაა (სახაზინო კოდი 6240), რომელსაც ოფიციალურად დავით გურამიშვილის სახელი მიენიჭა. მეორე კი ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლაა (სახაზინო კოდი 7642), რომელსაც ამიერიდან ირაკლი ქუთათელაძის სახელი დაერქვა.

ამიერიდან, ამ სკოლების სახელმწიფო დაფინანსება, საბიუჯეტო ტრანზაქციები და ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაცია სწორედ ამ განახლებული სახელწოდებებითა და სახაზინო კოდებით განხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203