
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა.
23 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, უწერის საჯარო სკოლის პირველკლასელმა თავისი პირველი ნერგები დარგო.
„ჩვენმა პატარებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით მიიღეს მონაწილეობა გამწვანების აქციაში. მათ იზრუნეს არა მხოლოდ საკუთარი სკოლის ეზოსა და გარემოს სილამაზეზე, არამედ გააკეთეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნების სიყვარულისა და მოვლა-პატრონობისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: