
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ჯონი ნემსწვერიძემ წარმატებით იასპარეზა „კინგსის“ ქართული ენა/ლიტერატურის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში და სერტიფიკატები დაიმსახურა.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებები კვლავაც, ჯეკო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: