„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს 
28-10-2026

27 ოქტომბერს დედაენის შემქმნელისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. სიმბოლურად ამავე დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. 

ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში და ლოზუნგით -

„იაკობმა მისცა ფრთები

ქართველს ცაში ასაფრენად!“,- აღნიშნეს საბავშვო მწერლის დაბადებიდან 186 წლისთავი. 

მოსწავლეებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ, დირექტორ მთვარისა ახვლედიანთან ერთად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი.  

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ…

იაკობ გოგებაშვილი

გილოცავ თყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი „ღვთაებრივი“

ეროვნული საუნჯე:

დედა ენა, მამული და რწმენა !

მუდამ გვახსოვდეს პოეტის ეს სიტყვებიც:

,,თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი,

გულში გაკლია ცეცხლი ქართული!"

არასოდეს მოგვკლებოდეს!..

დღეს მაწავლებლის ეროვნული დღეცაა.

სიმბოლურია, რომ ეს დღე სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესდა. ლადო ასათიანის სკოლის სახელით გილოცავთ ყველა მასწავლებელს, ოჯახურ კეთილდღეობას, წინსვლა-წარმატებებსა და თქვენი ღვაწლის უფრო მეტ დაფასებას გისურვებთ!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203