პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა გაკვეთილები ჩაუტარეს
29-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მომავალმა პედაგოგებმა სახალისო გაკვეთილები ჩაუტარეს. 

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლას პრაქტიკის გასავლელად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ. 

მათ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს და თავადაც საინტერესო გამოცდილება მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203