
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია.
პედაგოგებისთვის მთავარი ჯილდო ის სითბო და სიყვარულია, რომელსაც მოსწავლეებისგან იღებენ.
27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა, რომელსაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ.
მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს და ძვირფას ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მე-4 კლასის დამრიგებელი გურანდა ბერიძე გვიზიარებს იმ ზღაპრულ ემოციებს, რაც დღეს მოსწავლეებისგან მიიღო.
პედაგოგებს გურანდა ბერიძესა და როლანდი ბოლქვაძეს მოსწავლეებმა სითბო და სიყვარული გაუზიარეს და ეს ღირსშესანიშნავი დღე კიდევ უფრო გაულამაზეს.
„დღეს ჩემი პატარა მოსწავლეებისგან იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე, რომ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა ჩემთვის! ჩემმა პირველმა და მეოთხე კლასელებმა მასწავლებლის დღე მომილოცეს, თან ისეთი საყვარელი სიტყვებით: „დედიკოებმა დაგვაბარეს, მოლოცვა არ დაგვიწყებოდაო!“ რა ბედნიერებაა, როცა ბავშვების პატარა გულებში ასეთი დიდი სიყვარული გაქვს ჩაბუდებული და ამ სიყვარულის მიღმა მათი დედიკოების სითბოსა და ყურადღებასაც გრძნობ.
მადლობა ჩემს პატარებს ამ გულწრფელი სიხარულისთვის და მადლობა მათ დედიკოებს, რომ შვილებს ჩემი გახსენება და ამ დღის მილოცვა დააბარეს“,- აღნიშნავს პედაგოგი.
გურანდა ბერიძე მე-4 კლასს ხელმძღვანელობს, პირველკლასელებს კი ჭადრაკსა და მუსიკას ასწავლის. როლანდი ბოლქვაძე კი პირველკლასელებს უკაფავს გზას წიგნიერების სამყაროში.