პტენის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
28-10-2026

27 ოქტომბერს დედაენის შემქმნელისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.

ამ გამორჩეულ თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილს ღონისძიება მიუძღვნეს - წაიკითხეს მისი შექმნილი მოთხრობები. პედაგოგები კი ბავშვებს დედაენის შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრნენ და აღნიშნეს მისი როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203