
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოზარდების ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში კი წახალისებულია, რაც მათ მიღწევებზე აისახება.
სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას. ვაჟთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა მინი ფეხბურთში, საჩხერის მუნიციპალურ თამაშებში.
გორისის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა III საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: