მარტუნის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი დავალება 
28-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა - „ბულერბიელი ბავშვები“ ხალისით შეისწავლეს და საინტერესო პრაქტიკული დავალებაც შეასრულეს. ბავშვებმა მაკეტი შექმნეს და პრეზენტაციაც გამართეს. მე-5 კლასელებმა ზაფხულის არდადეგებსა და დაუვიწყარ თავგადასავლებზე ისაუბრეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარეს. 

მოსწავლეები დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სასწავლო პროცესს ქართული ენის მასწავლებელი გურამ მურმანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203