
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები პროექტის - „ჩემი პირველი ნერგი“ თანამონაწილეები გახდნენ.
პატარები, კლასის დამრიგებელთან ერთად, ხალისით და ინტერესით შუერთდნენ ამ გარემოსდაცვით ღონისძიებას და, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატარა ხელებით საფუძველი ჩაუყარეს დიდ საქმეს.
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: