
თბილისის N143 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოზარდების ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში კი წახალისებულია.
რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. 21-25 სექტემბერს ევროპული სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, თბილისის N143 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
დაწყებით საფეხურზე - მხიარული მოძრავი თამაშები, ესტაფეტა, ხოლო საბაზო საფეხურზე მინი -ფეხბურთი.
ღონისძიებები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
აქტივობები დაგეგმეს და ჩაატარეს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებმა - ირმა მთვარელიშვილმა, ტატიანა ჩეტვეროვამ და მედეა ლელაშვილმა.