საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ​ საკლუბო მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრებს დაესწრნენ
29-10-2026

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

მათ შორის პედაგოგები აქტიურად შეუერთდნენ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებს, რომლებიც სკოლებში მოქმედი სხვადასხვა კლუბის მუშაობის შეჯამებას მიეძღვნა. 

შეხვედრებში მონაწილეობდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სამოქალაქო განათლების, უცხოური ენების, ეკოკლუბებისა და წიგნიერების კლუბების ხელმძღვანელი მასწავლებლები. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები კლუბებში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და დაგროვილი გამოცდილების შესახებ.

საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ შემაჯამებელ შეხვედრებში, აქტიური მონაწილეობისთვის საჩხერის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებს: ნინო ჭიტაძეს, ელისო ენუქიძეს, დიანა შუკაკიძეს, ნათია ზაქაშვილს, თამარ ზაბახიძეს და მაია კაციტაძეს.

შეხვედრების მთავარი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, წარმატებული პრაქტიკის წარმოჩენა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესების განვითარებას, მათ აქტიურ ჩართულობასა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203