ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს
28-10-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში და წარმატებაც სახეზეა. 

ამჯერად მოსწავლეები მხიარულ სასკოლო შეჯიბრებას - „მხიარულ სტარტებს“ შეუერთდნენ დიდი მონდომებით, შემართებითა და გუნდური სულისკვეთებით და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

მოსწავლეებმა შეჯიბრის განმავლობაში გამოავლინეს ენერგია, მოხერხებულობა, სწრაფი აზროვნება და რაც მთავარია - ერთმანეთის მხარდაჭერისა და გუნდურობის შესანიშნავი უნარი.

„ვამაყობთ თქვენით, ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ყოველთვის გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203