
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლას წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, შოთა ევსანჯიამ საჩუქრად გადასცა სპეციალური საგანმანათლებლო თვალსაჩინოებები სსსმ მოსწავლეებისთვის.
სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი მორგებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს საჩუქარი განსაკუთრებულად ახარებთ.
„თითოეული ბავშვისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა ჩვენი სკოლის მთავარი პრიორიტეტია. ეს ახალი, ფერადი და განვითარებაზე ორიენტირებული რესურსები ჩვენს მოსწავლეებს სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ნაყოფიერს გახდის.
უღრმესი მადლობა შოთას გულისხმიერებისთვის, მხარდაჭერისა და იმ მაგალითისთვის, რომელსაც ის მომავალ თაობებს უჩვენებს! მშობლიური სკოლის სიყვარული და ზრუნვა საქმით მტკიცდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: