ფშაველის საჯარო სკოლამ თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი ნახევარსაუკუნოვანი წვლილისთვის პედაგოგები- მედინა აივაზაშვილი და ლიანა წიქარაძე დააჯილდოვა
28-10-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა, რომელსაც ფშაველის სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ. 

სკოლამ მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი ნახევარსაუკუნოვანი წვლილისთვის მედინა აივაზაშვილი და ლიანა წიქარაძე მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და ღვაწლმოსილ მასწავლებლებს კიდევ არაერთი ღირსეული და ერუდირებული თაობის აღზრდა უსურვა. 

„ფშაველის საჯარო სკოლა ჩვენი ქვეყნის ყველა მასწავლებელს ულოცავს მასწავლებლის დღეს! გამორჩეულად ვულოცავთ და მადლობის სიგელი გადავცემთ, ჩვენი სკოლის ნახევარსაუკუნოვანი და მეტი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მედინა აივაზაშვილს და ლიანა წიქარაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203