
თბილისის N175 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება.
სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ამაყობენ - მათე ბერიძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
მათ შორის იყო მათე ბერიძე, რომელმაც გეოგრაფიის ოლიმპიადაში გამორჩეულ წარმატებას მიაღწია.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„გულითადად ვულოცავთ მათესა და მის მასწავლებელს, თამარ მაისურაძეს, ამ მნიშვნელოვან მიღწევას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.