
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოსდაცვითი პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში,სკოლის ეზოს ახალი სიცოცხლე შემატეს.
პირველკლასელებმა დარგეს ხეები, რომლებიც მათთან ერთად გაიზრდებიან და მრავალ გაზაფხულს გაალამაზებენ.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: