
თბილისის N175 საჯარო სკოლაში მოსწავლის - ნიკა ალოიანის მორიგი სპორტული წარმატებით ხარობენ.
მონტენეგროში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - „PODGORICA OPEN G1 2026“ ნიკა ალოიანმა I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„N175 საჯარო სკოლა ამაყობს ნიკას წარმატებით და გულითადად ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
ნიკას ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას! დაე, მისი სახელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაისმოდეს, როგორც გამარჯვების, შრომისა და შეუპოვრობის სიმბოლო“,