
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ეხმაურებიან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს
17 ოქტომბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, გაიხსენეს წმინდა შუშანიკის ცხოვრება და მისი სულიერი სიმტკიცის, რწმენისა და თავგანწირვის ისტორია.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მე-9 კლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი თათია ოსაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ჰაგიოგრაფიას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით ასწავლის.
იხილეთ ვიდეო: