გაიცანით, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალარჩეული წევრები 
27-10-2026

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. 

წელს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, პროცესი დემოკრატიულად და გამჭირვალედ, წესების სრული დაცვით  წარიმართა.

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203