თბილისის N200 საჯარო სკოლამ სპეციალური მასწავლებლების რეგიონულ სასწავლო ტურს უმასპინძლა 
27-10-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“, რომელსაც ერთი კვირის მანძილზე თბილისის N200 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

პროექტში ჩართულ მონაწილეებს სუპერვიზიას თბილისის N200 სკოლის სპეციალური მასწავლებელი - თამთა საფარაშვილი უწევდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების განვითარებას რეგიონებში, რაც საშუალებას აძლევს რეგიონის სკოლებში დასაქმებულ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების პრაქტიკა. 

პროექტის მონაწილეები დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს, გაეცნენ მრავალფეროვან რესურსს და აქტივობებს, რომლის გამოყენებითაც საგნის მასწავლებლები გაკვეთილებზე სამუშაო პროცესს წარმართავენ.

„სკოლის ადმინისტრაციის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ საგნის მასწავლებლებს:

აზა ბუნტურს - დაწყებითების მასწავლებელს;

ნინო ჯიქურს - დაწყებითების მასწავლებელს;

ლია სანაია - მუსიკის მასწავლებელს ;

მაია მარეხაშვილს - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს.

ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203