
თბილისის N200 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლიკა სანაია სპმთპ-ის გლდანის რაიონულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.
ლიკა სანაიას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა (სპმთპ) და გლდანის რაიონულმა ორგანიზაციამ ნდობა გამოუცხადა და 4-წლიანი მანდატი გადასცა
სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება.
„№200 საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ ახლადარჩეულ ლიდერს სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევას.
პედაგოგთა ღირსების დაცვა - განათლების მომავლის დაცვაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.