„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“ - თბილისის N12 სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროექტით შიომღვიმეს სტუმრობდნენ
27-10-2026

თბილისის N12 საჯარო სკოლაში ხელოვნებაში პროექტული სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, X კლასელებმა პროექტი - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“ განახორციელეს. 

პროექტული სწავლების ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ შიომღვიმის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში და მოინახულეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, დაათვალიერეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლები და შეისწავლეს მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა.

პროექტი მიზნად ისახავდა:

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და დაფასებას;
  • ხელოვნებისა და არქიტექტურის მიმართ ინტერესის გაღრმავებას;
  • ისტორიული ძეგლების მნიშვნელობის გააზრებას;
  • ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის განვითარება.

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა. 

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ისტორია, იდენტობა და მომავლის საფუძველია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

პროექტს ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თეა სვიმონიშვილი.

იხილეთ ვიდეო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203