„ჯარისკაცი-პედაგოგები“ მომავალი თაობის სამსახურში-თბილისის N12 სკოლის პედაგოგებთან, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინტერვიუ ჩაწერეს
27-10-2026

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა, რომელსაც თბილისის N12 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად ეხმაურებიან. 

ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან ინტერვიუები ჩაწერა. 

დირექტორი ელზა ვეკუა და პედაგოგები საუბრობენ მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ საკეთილდღეო საქმეზე, რომელსაც გულანთებული ემსახურებიან. 

ვიდეორგოლი ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, ურთიერთპატივისცემასა და სითბოსა და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.

„გილოცავთ, ამ განსაკუთრებულ დღეს! მადლობა თითოეულ მასწავლებელს ცოდნის გაზიარებისა და მომავალი თაობების აღზრდისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203