სკოლა „ოპიზას“ მე-7 კლასელები, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
27-10-2026

სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი მოეწყო. 

სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მე-7ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თამილა ხუროშვილის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, გაეცნენ ქართულ ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას და მონაწილეობა მიიღეს თიხის დამუშავების მასტერკლასში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო, ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციებისადმი ინტერესის გაღვივება, ხალხური რეწვის გაცნობა, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება და თანამშრომლობის კულტურის ხელშეწყობა.

„მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ქართული კულტურის შესახებ, განივითარეს შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები, მიიღეს ახალი გამოცდილება და ერთად გაატარეს საინტერესო დღე, რომელიც მათთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203