კალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ - მოსწავლეებმა ნერგები დარგეს
27-10-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ - ფარგლებში, სხვა სკოლების პირველკლასელებთან ერთად, ხალისითა და დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ნერგების დარგვის ღონისძიებაში.

პატარებმა დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე: კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კოლხური ბზა, კავკასიური ფიჭვი, პირამიდალური კვიპაროსი და ჰიმალაის კედარი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ ლამაზი ინიციატივით ბავშვებმა ბუნების სიყვარულის, გარემოზე ზრუნვისა და მწვანე მომავლის შექმნის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

„ამ ლამაზი ინიციატივით ბავშვებმა ბუნების სიყვარულის, გარემოზე ზრუნვისა და მწვანე მომავლის შექმნის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. პირველი ნერგი - დიდი პასუხისმგებლობა, პატარა ხელები და სიყვარულ მომავალში დიდ ხედ გადაიქცევა! ბავშვები კი შეიყვარებენ ბუნებას და უკეთ გააცნობიერებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და იწონებენ ინიციატივას. 

გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - თამარ ხარძიანი, ნიკოლოზ. ხარძიანი, ფაცო ხარძიანი და ბორის დადვანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203