თბილისის N133 საჯარო სკოლაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
27-10-2026

თბილისის N133 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის პრევენციის, საკუთარი უფლებების დაცვისა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარების სერვისების შესახებ.

შეხვედრა მეტად საინტერესოდ, მოსწავლე-მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის. 

„გვჯერა, რომ ინფორმირებულობა, ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია. თითოეულმა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის, მისი ხმა მნიშვნელოვანია და დახმარების თხოვნა ყოველთვის შეიძლება.

მადლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის!

ჩვენი, როგორც სკოლის, მთავარი საზრუნავი თითოეული მოსწავლის უსაფრთხოება და კეთილდღეობაა. გვინდა, ყველა ბავშვმა იგრძნოს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მას უსმენენ, უგებენ, პატივს სცემენ და საჭიროების შემთხვევაში მხარში უდგანან.

ნუ დავრჩებით გულგრილნი, ზოგჯერ ერთი ყურადღებიანი სიტყვა, დროული რეაგირება და თანადგომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ბავშვი თავს დაცულად, მიღებულად და ბედნიერად იგრძნობს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203