იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონის მდიდარი შემოქმედებითი სამყარო ვიდეოპრეზენტაციით გააცოცხლეს
27-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პროექტი მიეძღვნა. 

სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მარიამ ონიანთან ერთად, წარმოადგინეს პრეზენტაცია ქართული პოეზიის უბადლო წარმომადგენლის - გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

მოსწავლეებმა შექმნეს ფორმატზე შესრულებული საინტერესო ნამუშევრები და მოამზადეს ვიდეოპრეზენტაცია, რომელთა საშუალებითაც კიდევ ერთხელ გააცოცხლეს პოეტის მდიდარი შემოქმედებითი სამყარო.

პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ღრმად შეეცნოთ გალაკტიონის პოეზიის სილამაზე, ჩასწვდომოდნენ მის ლირიკულ სამყაროს და ეგრძნოთ ის განსაკუთრებული ძალა, რომელიც პოეტის სიტყვას დროსა და სივრცეზე მაღლა აყენებს.

„გალაკტიონის პოეზია ხომ სამყაროა, სადაც სიტყვა მღერის, გრძნობა უკვდავდება და ქართული სული მარადიულად ცოცხლობს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის უკვდავ სამყაროში მეგზურობას სიყვარულით უწევენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203