ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
27-10-2026

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ავტომატურად ეხება პედაგოგიურ, სამეცნიერო... და ა.შ. საქმიანობას.

კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ უფლება, საჯარო სამსახურის პარალელურად ეწეოდნენ ანაზღაურებად პედაგოგიურ, სამეცნიერო თუ შემოქმედებით საქმიანობას, აგრეთვე მონაწილეობდნენ ავტორიზაცია-აკრედიტაციისა და ადრეული თუ სკოლამდელი აღზრდის ექსპერტთა ჯგუფებში. თუმცა, აღნიშნული საქმიანობა განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ეს ნებართვა კი გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

პედაგოგებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების კუთხით ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად საჭირო გახდება ხელმძღვანელობისგან ფორმალური წერილობითი დასტურის მიღება, რათა მათ ლეგიტიმურად შეძლონ ლექციების კითხვა, გაკვეთილების ჩატარება ან საგანმანათლებლო ექსპერტიზაში მონაწილეობა. გამონაკლისს წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება, სადაც წერილობითი თანხმობა გაიცემა უშუალოდ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით და მასზე 1-წლიანი ერთჯერადი შეზღუდვა არ გავრცელდება.

ხელმძღვანელმა ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, რაც საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს ავალდებულებს, ზედმიწევნით დაიცვან წინასწარი შეთანხმების პროცედურა.

კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203