დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგებს მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნულ დღეს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს
27-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, რომელიც დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ბავშვებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს, ლამაზი დახვედრით და ზღვა ყვავილებით.

მოსწავლეებმა პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

„დაუვიწყარი დღე იყო ყველა პედაგოგისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ყურადღება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203