ეშტიის N2 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, პერფორმანსი დადგეს 
27-10-2026

დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. რომელსაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა მონაწილეობით, პერფორმანსი მოეწყო. 

„მასწავლებლები ჩვენი ცხოვრების შეურყეველ ფესვებს წარმოადგენენ, რომლებიც ჩუმად, თუმცა მტკიცედ გვასაზრდოებენ ცოდნით, სიკეთითა და სიბრძნით. ხოლო ბავშვები ამ ფესვებიდან აღმოცენებული ნორჩი ტოტები არიან, რომლებიც სინათლისა და მწვერვალებისკენ მიისწრაფიან.

ამ მჭიდრო და განუყოფელ კავშირში იმალება სამყაროს უდიდესი სასწაული: ფესვების მიერ გაღებული სიმტკიცითა და ტოტების უსაზღვრო ლტოლვით, ისინი ერთად ქმნიან ჩვენს განათებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203