
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს.
მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო - მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებითა და საინტერესო გამოსვლებით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ბრძნული გამონათქვამები, წარმოადგინეს ლამაზი თეატრალური სანახაობა, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, წარმატებით წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა და უნარები.
„ანბანამდე მოგზაურობა დასრულდა, მაგრამ იწყება ახალი უფრო სავსე და მშვენიერი გზა“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ვიდეო