
2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია ვებგვერდზე online.naec.ge მიმდინარეობს. მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდის ჩაბარებისას სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, ვალდებული არიან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა — ფორმა №IV-100/ა, რომელიც რაიმე ტიპის ფუნქციური დარღვევის არსებობას ადასტურებს.
აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 5 ნოემბრის 18:00 საათამდე.
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“